უკრაინელმა დიპლომატებმა ნადეჟდა სავჩენკოს და - ვერა ჩერტკოვოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ჩაიყვანეს, სადაც ის მანამდე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააკავეს. ,,ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატმა ილია ნოვიკოვმა ,,ფეისბუქის» გვერდზე დაწერა.
„კონსულებმა ვერა სავჩენკო ჩერტკოვოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ჩაიყვანეს. ისინი როსტოვში მიდიან. დანარჩენი ხვალ“, - დაწერა ადვოკატმა მოსკოვის დროით 4 საათზე.
როსტოვში უკრაინის გენერალური საკონსულოა განთავსებული. ავტომობილი დიპოლომატიური ნომრებით, რომელშიც 22 წლიანი პატიმრობამისჯილი უკრაინელი მფრინავის და ვერა სავჩენკო იჯდა, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე გუშინ გააჩერეს. ნოვიკოვის თქმით, ვერა სავჩენკოს დაკავების მიზეზი, როგორც ამბობენ, გახდა ის, რომ იგი ჩეჩენი მოსამართლის შეურაცხყოფისთვის იძებნება.