ვითიბი ბანკი წარმოგიდგენთ ვლადიმერ სპივაკოვის და ორკესტრ „მოსკოვის ვირტუოზების“კონცერტს, რომელიც გაიმართება 27 აპრილს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულცენტრში.გამოჩენილმა მევიოლინემ და დირიჟორმა ვლადიმერ სპივაკოვმა თანამოაზრე მუსიკოსებთან ერთად 1979 წელს შექმნა კამერული ორკესტრი „მოსკოვის ვირტუოზები“, რომლის შეუცვლელ სამხატვრო ხელმძღვანელად, დირიჟორად და სოლისტად გვევლინება. ვლადიმერ სპივაკოვი გამოდის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში და დირიჟორობს ისეთ ევროპულ და ამერიკულ ორკესტრებს როგორიცაა: ლონდონის, ჩიკაგოს, ფილადელფიის, კლივლენდის, ბუდაპეშტის, „ლა სკალას“ და სხვა სიმფონიურორკესტრებს.
თბილისში გამართულ კონცერტზე გაჟღერდება: მოცარტის, ჰაიდნის, შოსტაკოვიჩის, ბოკერინის და პიაცოლას მუსიკალური ნაწარმოებები.
2006 წელს ვლადიმერ სპივაკოვს მიენიჭა იუნესკოს მშვიდობის არტისტის წოდება, 2009 წელს მას გადაეცა იუნესკოს მოცარტის ოქროს მედალი. 1997 წლიდან სპივაკოვი უკრავს ანტონიო სტრადივარის მიერ შექმნილ ვიოლინოზე, რომელიც მას მეცენატებმა - მისი ნიჭის თაყვანისმცემლებმა უსახსოვრეს.