საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სააღდგომოდ 95 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა, ზვიად ქორიძემ განაცხადა.
ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალებული პატიმრებიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებას 69 დატოვებს. მათგან 10 ქალი, ორი კი, არასრულწოვანია.
შეწყალების კომისიამ 597 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.