დღეს, 27 აპრილს, ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრაზე გაირკვევა თუ როდის უყრის ევროპარლამენტი კენჭს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივას.
შეგახსნებთ, რომ ბრიუსელში საკომიტეტო მოსმენები გაიმართა.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა, რომლის მეორე სხდომა ბრიუსელში გაიმართა, რეზოლუცია მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასოცირების კომიტეტი მიესალმა საქართველოს ძალისხმევას − უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება.
კომიტეტი სრულად აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეული რეფორმების წარმატებას და პროგრესს ყველა იმ სფეროში, რომელთაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ოთხივე ბლოკი მოიცავს