27 აპრილს, 20:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში ვლადიმერ სპივაკოვი გამართავს კონცერტს. მსოფლიოში ცნობილი კამერული ორკესტრის "მოსკოვის ვირტუოზებისა“ და მსოფლიოში სახელმგანთქმული მევიოლინეს ერთობლივი საღამო კომპანია "Georgian National Opera"-ს მოწვევით ხორციელდება.
პროექტს „ვითიბი“ ბანკი წარმოადგენს და მისი მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
ოფიციალური მასპინძელია სასტუმრო „Rooms Tbilisi”, სპონსორები: „Club Iveria” და ღვინის კომპანია Giuaani. საინფორმაციო მხარდაჭერა „რუსთავი 2“.