უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გაბაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობას ყალბ დაპირებებს არ აძლევს.
"მოსახლეობას ყალბ დაპირებებს არ ვაძლევთ და რასაც ვპირდებით, აუცილებლად გავაკეთებთ. დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტთან განხვიხილეთ წინასაარჩევნო გარემო.Pპრეზიდენტს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა პრობლემები აქვს მოსახლეობას რეგიონებში. ძირითადი პრობლემები ყველგან იგივეა. ეს არის სამუშაო ადგილები, დასაქმება,Aამიტომ უნდა დავეხმაროთ საწარმოებს ბიზნესის გაფართოებაში, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის", - განაცხადა გაბაშვილმა პრეზიდენტთან უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, რეგიონებში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება გაზიფიცირებისა და ინდივიდუალური გამრიცხველიანების საკითხი. რომლის მოგვარებაზედაც როგორც ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატები, ასევე მთლიანად უმრავლესობა იზრუნებს.