ევროპაში ISIS -ის საიდუმლო ქსელი მოქმედებს. განცხადება ამის შესახებ ,,რუსთავი 2" - ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ჯეიმს კლეპერმა გააკეთა. მისი თქმით, ტერორისტული ქსელის ცენტრები ძირითადად დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიის ტერიტორიაზე მოქმედებს.
,,სპეცსამსახურები ფლობენ ინფორმაციას, რომ ბრიუსელისა და პარიზის შემდეგ ISIS -ი ტერაქტების სერიებს ევროპის სხვა ქალაქებშიც გეგმავენ, ამას თავად ტერორისტების მუქარის შემცველი ვიდეო ჩანაწერებიც მოწმობს“.
ISIS-ის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფრომაციას შვედეთის სპეცსამსახურებიც ამოწმებენ. ოფიციალურ სტოკჰოლმს ერაყის უსაფრთხოების სამსახურმა აცნობა, რომ შვედეთის ტერიტორიაზე ISIS-ის შვიდ ან რვაკაციანი ჯგუფი გადავიდა, რომელიც ტერაქტის მოწყობას სტოკჰოლმის სამოქალაქო ობიექტებზე გეგმავს.