კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად ზურაბ მაღალაშვილი წარადგინა.
ყოფილ დირექტორს ნანა ჯანელიძეს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 25 მარტს ამოეწურა. ვაკანტურ თანამდებიბაზე კონკურსი 29 მარტს გამოცხადდა. კანდიდატების შესარჩევად შექმნილი იყო კულტურის მინისტრის საკონსულტაციო საბჭო, სადაც როგორც აკადემიის, ასევე აკადემიის არაწევრი კინემატოგრაფისტები იყვნენ გაერთიანებული.
საქართველოს კულტურის სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილება სამ კანდიდატს - მარინა ხოხლენკო-კალტრაიდერს, , ზურაბ მაღალაშვილსა და გაგა ჩხეიძესშორის ჰქონდა გასაკეთებელი.