გერმანიაში, სამდღიანი გაფიცვის გამო, ათობით ავიარეისი გაუქმდება.უმსხვილესი გერმანული პროფკავშირი Ver.di სახელმიფო და მუნიციპალური ორგანიზაციებისათვის ხელფასების 6 %-ით გაზრდას ითხოვს.
27 აპრილს დაგეგმილ გაფიცვაში მონაწილეობას მიიღებენ კიოლნის, მიუნხენის, დიუსელდორფის, მაინის ფრანკფურტის, დორტმუნდის და ჰანოვერის აეროპორტების თანამშრომლები. ავიაკომანია Lufthansa-მ უკვე განაცხადა შიდა და საერთაშორისო ფრენების გაუქმების შესახებ.
საზოგადოებრივი სამსახურების გამაფრთხილებელი გაფიცვები სხვადასხვა დღეს ბერლინსა და სხვა ქალაქებში გაიმართება. უახლოესი სამი დღის განმავლობაში შეზღუდვით იმუშავებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საბავშვო ბაღები, დასუფთავების სამსახურები, საავადმყოფოები და სხვა დაწესებულებები.