აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ევროპული ერთიანობის დარღვევას ცდილობს. ამის შესახებ ბარაკ ობამამ ამერიკული ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ნატო-ს, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ ერთიანობას რუსეთის ხელისუფლებისათვის საფრთხედ განიხილავს.
როგორვ ბარაკ ობამა ამბობს, ამჟამინდელი მიგრაციული კრიზისი არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ აშშ-ის პრობლემაცაა. თუმცა მისი თქმით, სტრატეგიულად კიდევ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს ევროპაში "ულტრამემრჯვენე ნაციონალიზმის გაძლიერება იმ დონემდე, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპულ ერთიანობას, ზოგიერთ შემთხვევაში კი მისი ექსპლუატაცია ისეთი ადამიანების მიერ ხდება, როგორიცაა ბატონი პუტინი".
აშშ-ის ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი შეცდომას უშვებს. ბარაკ ობამას განმარტებით, ძლიერი, ერთიანი ევროპა ძლიერ და გარე სამყაროზე ორიენტირებულ რუსეთთან ერთად მუშაობით სწორი რეცეპტია.