ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობა” უკვე მესამედ მოითხოვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პარლამენტში მისვლას. საპარლამენტო უმცირესობისთვის გაუგებარია, რატომ ჭიანურდება კანონით გათვალისწინებული ანგარიშის მოსმენა.
"იმის მაგივრად, რომ ეს სამსახური იცავდეს ჩვენ მოქალაქეებს, სხვა ქვეყნისგან შემოსული საფრთხეებისგან, პირიქით ის არის დღეს ყველაზე მეტი საფრთხის შემქმნელი საქართველოს მოქალაქეებისათვის ამიტომ აუცილებელია, რომ ის მოვიდეს და ამ ფონზე ბუნებრივია, რომ უმრავლესობა გაურბის შეხვედრას“, - განაცხადა ენმ-ის წევრმა სერგო რატიანმა.
მმართველი კოალიციის წევრები კი ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ვახტანგ გომელაური მზად არის წარდგეს 2015 წლის ანგარიშით, თუმცა როდის მოხდება ეს უცნობია.
უსაფრთხოების სამსახურის უფროსი რამდენიმე კვირის წინ მისული იყო პარლამენტში, თუმცა მოსმენა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.