იტალიელი ვარსკვლავის ეროს რამაზოტის კონცერტმა სპორტის სასახლეში ანშალგით ჩაიარა. მომღერალი საქართველოში პირველად იმყოფებოდა და ის ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ტურით „The Perfetto World Tour“ წარდგა.
კონცერტზე შესრულდა ჰიტები ალბომიდან „Perfetto” - აღნიშნული კრებული, გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია.
ეროს რამაზოტმა შეასრულა ყველასათვის საყვარელი და ცნობილი სიმღერები, მათ შორის: „Terra Promessa“, „Più Che Puoi“, „Cose Della Vita“, „Più Bella Cosa“, „Adesso Tu“, „Se Bastasse Una Bella Canzone“...