Check in Georgia -ს ფარგლებში საზღვარგარეთ გაყიდული ბილეთების „TOP-5” ქვეყნის რეიტინგი ასე გამოიყურება: გერმანია, აზერბაიჯანი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკა. როგორც
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე განმარტავს, 23 აპრილის მონაცემებით, ბილეთები უკვე 52 ქვეყანიდან არის ნაყიდი.
„დღევანდელი მონაცემებით, ბილეთები უკვე 52 ქვეყანიდან არის ნაყიდი. ბილეთების გაყიდვის ტოპ ხუთეულშია: გერმანია, აზერბაიჯანი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკა. ბილეთები ძალიან შორეული ქვეყნიდანაც კი არის ნაყიდი. მაგალითად პერუდან. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი ეწვევა ჩვენს ქვეყანას და ჩვენ თანამოქალაქეებს ექნებათ საშუალება ბევრი კულტურული ღონისძიების მომსწრენი გახდნენ, რადგან მასში ასეთი კლასის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას“, - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.