2016 წელი შოთა რუსთაველისა და უილიამ შექსპირის საიუბილეო წელია
შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წელი, უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან კი 400 წელი სრულდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ამ ორი კლასიკოსი მწერლის შემოქმედების პატივსაცემად პროექტი „შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში" განხორციელდება.
23 აპრილს, 15:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში პროექტისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების პრეზენტაცია გაიმართება.
ორგანიზატორები: ბრიტანეთის საბჭო, საქართველოს თეატრის, კინოს და ქორეოგრაფიის მუზეუმი (ხელოვნების სასახლე), ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ევროპული სკოლა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები
- 23 აპრილი - პროექტის წარდგენა და ონლაინ გამოკითხვისთვის შერჩეული რუსთაველის და შექსპირის ყველაზე პოპულარული ციტატების პრეზენტაცია;
- 23 აპრილი - 20 მაისი - ონლაინ გამოკითხვა რუსთაველის და შექსპირის ყველაზე პოპულარული ციტატების გამოსავლენად;
- 21 მაისი - ონლაინ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი რუსთაველის და შექსპირის ყველაზე პოპულარული ციტატების გამოცხადება და ჩვენება ხელოვნების სასახლის კედელზე მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დროს;
- 25 მაისი- 25 ივნისი - სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა კონკურსი ონლაინ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი რუსთაველის და შექსპირის ყველაზე პოპულარული ციტატების შთაგონებით შექმნილ ნამუშევრებზე;
- 26 მაისი - ონლაინ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი რუსთაველის და შექსპირის ყველაზე პოპულარული ციტატების ჩვენება მონიტორზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს;
- 10 სექტემბერი - 10 ოქტომბერი - ორი გამოფენა ხელოვნების სასახლეში სახელწოდებით ,,შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში.’’ გამოფენა ,,შექსპირი ქართულ ხელოვნებაში“. წარმოდგენილი იქნება შექსპირის პიესების მიხედვით დადგმული ქართული სპექტაკლებისთვის შექმნილი პოსტერები, დეკორაციები და კოსტუმები; შექსპირისა და რუსთაველის ციტატების ინსპირაციით შექმნილი სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა.
ოქტომბერი /ნოემბერი
- ხელოვნების სასახლე გამოსცემს გამოფენის კატალოგს;
- სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა კონკურსზე შერჩეული ნამუშევრების გამოფენა ევროპულ სკოლაში და სხვადასხვა საზოგადოებრივ სივრცეში.
პროექტი ასევე ითვალისწინებს რიგ საგანმანათლებლო ღონისძიებებს, კერძოდ:
- შექსპიროლოგი და რუსთაველოლოგი გვესაუბრებიან ამ ორ გენიალურ შემოქმედზე;
- ნიკოლას როული საუბრობს თემაზე ,,როგორ წავიკითხოთ შექსპირი“;
- შექსპირის ქართული თარგმანები.