აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ბრიტანელებს ევროკავშირში დარჩენისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ,,ბიბისი“ Daily Telegraph-ზე დაყრდნობით წერ.
„აშშ ხედავს, რომ თქვენი ძლიერი ხმა ევროპაში უზრუნველყოფს მსოფლიოში ევროპის მყარი პოზიციების შენარჩუნებას“, - ამბობს ობამა.
აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის მიგრაციულ კრიზისს, ტერორიზმსა და ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას აშშ და დიდი ბრიტანეთი ერთობლივი ძალებით შეძლებენ. ობამა აღნიშნავს, რომ საჭიროა სიმტკიცე ტერორიზმთან და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, მის სრულ ლიკვიდაციამდე.
აშშ-ის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარებასა და ნატო-ს გაძლიერების მნიშვნელობაზე წერს.
„ჩვენ უნდა დავამშვიდოთ ჩვენი მოკავშირეები, რომლებიც სამართლიანად არიან შეშფოთებული რუსეთის აგრესიის გამო“, - წერს ობამა.
ობამა ბრიტანელებს ისტორიულ ვალდებულებებსაც ახსენებს.