საკმაოდ ორიგინალურად მიულოცა ბებიას - ელისაბედ II-ს, დაბადების დღე და 90 წლის იუბილე, პრინცმა უილიამმა.
პრინცმა უილიამმა ჩაწერა რადიომიმართვა, რომელშიც წაიკითხმა ნაწყვეტები შექსპირის პიესიდან ”ჰენრი VIII”.
დედოფლის დაბადების დღესთან დაკავშირებით ბრიტანეტში საზეიმო ღონისძიებები იმართება. თავად დედოფალი კი მეუღლესთან პრინც ფილიპთან ერთად უინძორების პარკში გაისერინებს.
ძირითადი საზეიმო ღონისძიებები კი ტრადიციულად, ივნისში გაიმართება.
ელისაბედ II 1926 წლის 21 აპრილს დაიბადა.
იგი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა, ხოლო გვირგვინი 1953 წლის 2 ივნისს დაიდგა.
ელისაბედი, რომელმაც მამამისი, ჯორჯ VI, შეცვალა ტახტზე, ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდხანს არის ტახტზე დედოფალ ვიქტორიას შემდეგ, რომელმაც 63 წელს იმეფა.
ელიზაბედ მეორეს მმართველობის პერიოდში 12 პრემიერ-მინისტრი და კენტერბერის 6 არქიეპისკოპოსი შეიცვალა. მას მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 25 500 ოფიციალურ ღონისძიებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, არის 400 000 ჯილდოს მფლობელი და 3,5 მლნ წერილის ადრესატი.