მექსიკაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით გარდაცვლილია სამი და დაშავებულია 105 ადმიანი. დაშავებულთა შორის ქარხნის 58 მუშაა.
ინციდენტი სახელმწიფო ნავთობკომპანიის Pemex-ის ქარხანაში, ვერაკრუსის შტატის საპორტო ქალაქ კოაცაკოალკოსში მოხდა.
ქარხანაში მომხდარი აფეთქების შემდეგ მიმდებარე ტერიტორიებიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, დაიხურა ახლომდებარე სკოლები.
კომპანია Pemex-ის წარმომადგენელთა თქმით, საწარმოში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. თუმცა ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავება ურჩია, რადგან არსებობს კვამლით მოწამლვის საფრთხე. ნავთობკომპანიაში ამტკიცებენ, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება.