უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმედოვნებს, რომ მან და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეძლეს შეეთანხმებინათ ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების წინასწარი გეგმა.
„გუშინდელი ჩვენი საუბარი შედგა ჩემი ინიციატივით“, - განაცხადა პოროშენკომ და დასძინა, - „ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძელით შეგვეთანხმებინა ნადეჟდას განთავისუფლების განსაზღრული ალგორითმი“.
უნდა აღინიშნოს, რომ პოროშენკომ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერამა ანგელა მერკელმა მოუწოდეს ვლადიიმერ პუტინს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნადეჟდა სავჩენკო.