გუშინ საღამოს იერუსალიმში ავტობუსის აფეთქებას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის აფეთქებული ავტობუსის მგზავრთა გარდა გამვლელები და მახლობლად მოძრავ ტრანსპორტში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. დაზარალებულთაგან ორი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში, შვიდ მათგანს საშუალო სიმძიმის დაზიანება აქვს მიღებული, თორმეტი ადამიანი კი მსუბუქადაა დაჭრილი.
შემთხვევის ადგილის დეტალური შემოწმების შემდეგ, პოლიციის ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ინციდენტი ასაფეთქებელმა ხელსაწყომ გამოიწვია და მას ტერორისტული აქტის შეფასება მიეცა.
მომხდარის შემდეგ ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
"ვლოცულობთ ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულთა მსწრაფლი გამოჯანმრთელებისთვის, რომლებიც ახლა იერუსალიმის საავადმყოფოში იმყოფებიან. დღეს კიდევ ერთხელ გახდა ცნობილი, რომ ტერორიზმთან ბრძოლა ყველამ უნდა განვაგრძოთ. კვალში მივყვებით და ჩვენი ხელი მისწვდება ყველას, ვისაც ჩვენთვის ზიანის მოყენება სურს. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ მშვიდობა არ გაბატონდება“.