ოფშორული სკანდალის გამო, სომხეთში სახელმწიფო სააღსრულებო სამსახურის ხელმძღვანელი გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, მას სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდა ოფშორულ ფირმებთან. გენერალ-მაიორმა, მიგრან პოღოსიანმა განაცხადა რომ გადადგა, რათა საკუთარ თავზე, როგორც კერძო პირზე, განცხადება გააკეთოს.
ეგრეთ წოდებული პანამის დოკუმენტები შეიცავენ მილიონამდე დოკუმენტს, რომელთა მიხედვით ირკვევა, რომ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები ჩრდილოვან საფინანსო ტრანსაქციებთან არიან კავშირში. სომხეთის საგამოძიებო ვებ საიტის თანახმად, პოღოსიანი დაკავშირებულია პანამაში რეგისტრირებულ სამ ფირმასთან.