რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლდიმერ პუტინმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშნკომ ტელეფონით ისაუბრეს. პუტინის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების საკითხი განიხილეს.
დიმიტრი პესკოვის თქმით, საუბარი შეეხო ასევე, ნადეჟდა სავჩენკოსა და უკრაინაში დაკავებულ რუსეთის ორ მოქალაქეს, რომელთაც უკრაინაში 14-14 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ როსტოვში უკრაინის გენერალურ კონსულს სავჩენკოს მონახულების საშუალება მიეცემა.