სირიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის პარტია „ბაასმა"გაიმარჯვა. ასადის პარტია „ბაასი" და მისი თანამოაზრეები არჩევნებზე კოალიცია ,,ნაციონალური ერთობის“ სახელით გამოდიოდნენ და მათ შესაძლო 250-დან 200 საპარლამენტო მანდატი მოიპოვეს.
ადგილობრივი ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს და გაეროსგან არჩევნების შედეგის არ აღიარებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ელის.
პარტია „ბაასი"სირიას 1963 წლიდან მართავს. უცხოელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოსკოვი ასადის პარტიას დამარცხების უფლებას არ მისცემს.