ტონგას კუნძულოვან სამეფოში, რომელიც წყნარ ოკეანეში მდებარეობს, 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ,,ბიბისი“ აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობს დედაქალაქიდან 287 კილომეტრში, 35 კილომეტრის სიღრმეზე
დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
რაც შეეხება ტონგას, წყნარი ოკეანის ეს ნაწილი ერთ-ერთ ყველაზე სეისმურად აქტიურ ზონად მიიჩნევა. 2015 წელს წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ტონგაში ახალი კუნძული აღმოცენდა.