ათასობით იაპონელმა ღამე ღია ცის ქვეშ, წვიმასა და სიცივეში გაათენა ძლიერი მიწისძვრის ბიძგების გამო. იაპონიაში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა, ბოლო მონაცემებით ორივე მიწისძვრის შედეგად 41 ადამიანია დაღუპული, აქედან 32 ადამიანი ქალაქ კუმამოტოში დაიღუპა, სადაც 7 მთელი სამი მეათედი მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა. აქ დაშავებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა.
სეისმოლოგები აცხადებენ, რომ განმეორებითი ბიძგები სტიქიის ზონაში ამ დრომდე გრძელდება და უკვე 358 რყევაა დაფიქსირებული. შეშინებული მოსახლეობა შენობებში შესვლაზე უარს აცხადებს და ღამეებს ღია ცის ქვეშ ათევს.