საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა სიყვარულის თემასთან დაკავშირებული ფოტოკონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოება.
კონკურსი 14 თებერვალს დაიწყო და პირველ აპრილამდე გაგრძელდა. სულ გამოიგზავნა სიყვარულის თემასთან დაკავშირებული 70-მდე ფოტონამუშევარი.
გამარჯვებული ფოტოები ჯიურის მიერ შეირჩა, პირველი ადგილის მფლობელი ფოტოხელოვანისთვის სპეციალური პრიზი - პლანშეტური კომპიუტერი ბოტანიკურმა ბაღმა დააწესა, ასევე, თავიანთი რჩეული გამოავლინეს პარტნიორმა ორგანიზაციებმა: ICI PARIS, დრესაპ- ჯგუფმა და ელიტ-ელექტრონიქსმა.
ფოტოგამოფენა ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში 17 აპრილამდე გაგრძელდება.