თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრს, ვლადიმირ გროისმანს სატელეფონო საუბარში მოუწოდა სწრაფად გაატაროს რეფორმები. ,,რადიო თავისფლების“ ინფორმაციით, თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ბაიდენმა გროისმანს მიულოცა თანამდებობის დაკავება და მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცება და განაცხადა, ახალი გუნდი სწრაფად უნდა წავიდეს წინ რეფორმების პროგრამაში, რათა საერთაშორისო მხარდაჭერა შეინარჩუნოსო.
თეთრის სახლის განცხადებით, ეს მოიცავს უკრაინის მხრიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან არსებული კონფლიქტის დარეგულირების მიზნით მინსკის შეთანხმებების დაცვას და ახალი, „რეფორმატორი“ გენერალური პროკურორის დანიშვნას. ბაიდენმა საუბარში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ კვლავაც მტკიცედ უერთგულებს უკრაინის კეთილდღეობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ვლადიმერ გროისმანი, უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე 14 აპრილს დაამტკიცა, „მე თქვენი გიჩვენებთ, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში ქვეყნის მართვა“, - განაცხადა უმაღლეს რადაში ახალმა პრემიერმა.