იაპონიაში გუშინ მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. დაშავებულია ასობით ადამიანი.
ქალაქ კუმამოტოს აღმოსავლეთით მომხდარი პირველი მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა, განმეორებითმა კი 6.4. რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოყვა.
მიწისძვრის შედეგად, ცუნამის საშიშროება არ არსებობს. იაპონიის ზოგიერთ სარკინიგზო ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.