არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უმჯობესია წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე სამი თვით ადრე დაიწყოს, რათა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძალიან დიდი თანხა არ დაიხარჯოს.
„თარიღთან დაკავშირებით ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, წინაასარჩევნო კამპანია 5 თვის განმავლობაში არ მიმდინარეობდეს, იმ მიზეზით, რომ ბიუჯეტიდან კონკრეტული თანხები უნდა გაიხარჯოს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება თუ კამპანია არჩევნებამდე სამი თვით ადრე დაიწყება და ამ გადაწყვეტილებაში ჩვენ პრემიერმინისტრს ვეთანხმებით,“ - განაცხადა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა.