,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საზოგადოების ზეწოლისა და წნეხის შედეგად ხელისუფლებას გარკვეულ კომპრომისზე წასვლა მოუწია.
,,მათ გვაჩუქეს ერთი თვე საარჩევნო კამპანიისთვის. ისიც ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კამპანიის დაწყების ეშინია. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა უარი თქვას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. საზოგადოებას მინდა ავუხსნა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ნიშნავს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. ჩვენ გარკვეულ გამარჯვებას მივაღწიეთ და ისე უნდა ვიმუშავოთ, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება წავიდეს დათმობებზე. მეორე მხრივ, ნათელია, რომ ”ოცნებას” ეშინია არჩევნების და ის აუცილებლად დამარცხდება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ითვალისწინებს სამოქალაქო სექტორის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას საარჩევნო ვადებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ პრეზიდენტს სთხოვს წინასაარჩევნო ვადად აღებული იქნას 3 თვე, ამის შესახებ პრემიერმა განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.