საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებსგამართავს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან და ევროპარლამენტარებთან.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოსა და ევროპის საბჭოსთანამშრომლობის აქტუალური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ოკუპირებულრეგიონებში არსებული ვითარებას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და ამ მიმართულებით ევროპის საბჭოსსაქმიანობას.
ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარისაკითხები იქნება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელება და ამ პროცესში ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულირეფორმები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.