NDI-ს კვლევის მიხედვით გამოკითხულებს ყველაზე მეტად მოსწონთ შემდეგი პოლიტიკოსები: დავით ბაქრაძე (15%), ირაკლი ალასანია (7%), შალვა ნათელაშვილი (6%), გიორგი კვირიკაშვილი (5%), დავით სერგეენკო და ნინო ბურჯანაძე (3-3%), გიორგი მარგველაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და დავით უსუფაშვილი (2-2%),
ყველაზე მეტად გამოკითხულებს არ მოსწონთ ბიძინა ივანიშვილი (4%), ეკა ბესელია, გიგა ბოკერია და გოგი თოფაძე (3-3%), თინა ხიდაშელი, მიხეილ სააკაშვილი და ნინო ბურჯანაძე 2-2%.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებისთვის მსოფლიოში. NDI მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელიშეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას.