ალექსანდრე ებრალიძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თვითმმართველობის არჩევნებისათვის საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლების დამკვირვებლებად დარეგისტრირებას სთხოვს.
კონგრეასის პრეზიდენტმა შესაბამისი წერილით ცესკოს თავმჯდომარეს უკვე მიმართა.
წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესმა დააარსა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საარჩევნო პროცესების, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებისა და დემოკრატიის განვითარების მონიტორინგი.
ალექსანდრე ებრალიძის მოთხოვნაზე ცესკო გადაწყვეტილებას 24 მაისამდე მიიღებს.
ცესკოში საერთაშორისო ორგანიზაციების დარეგისტრირების ვადა 23 მაისს იწურება.