ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, დღევანდელ ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს. მისი თქმით, ივანიშვილს ისტორია „ავ-ბიძინას“ შეარქმევს.
ამის შესახებ განცხადება შალვა ნათელაშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.
„მან ამ ქვეყანას იმედიც მოუკლა და ოცნებაც წაართვა და გადაიტანა ყველაფერი ოფშორულ ზონებში,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი NDI-ის კვლევასაც აფასებს და ამბობს, რომ "დღეს საქართველოში რეალობა გაცილებით უფრო უარესია, ვიდრე ამაზე NDI-ის კვლევაშია საუბარი".