მთავრობა მძიმე მდგომარეობას არ აღიარებს, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს ადამინები არათუ არ აღიარებენ იმას, რომ მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში შექმნილი, ძირითადად დაკავებული არიან თავის ქებით.
”უმძიმესი მდგომარეობაა. ჩვენ გვახსოვს მძიმე წლები და, რომ შევადაროთ, ორჯერ უფრო მძიმე მდგომარეობაა ახლა. ყველაფერი სარკისებურად პირიქით მიდის და ეს ადამიანები აგრძელებენ თავის ქებას. ყველაფერი წავიდა უკან ძალიან დიდი პროპორციებით და ამ უკანსვილის მიზეზი არის მათი პოლიტიკა. ამ ხელისუფლებამ ჩვენ მიგვიყვანა უფსკრულის ზღვარზე. ოქტომბერი არის ჩვენი ვალდებულება, რომ ამას წერტილი დაესვას”, - განაცხადა ბოკერიამ.