2016 წლის 12 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება „თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალის“ საზეიმო დაკვნითი კონცერტი რომელშიც მონაწილეობენ: საგუნდო მუსიკის მოყვარულთათვის კარგად ცნობილი გოგონათა გუნდი „ანგელიკა“ უნგრეთიდან, ფესტივალში მონაწილე აკადემიური და საბავშვო გუნდები, რომლებიც თითო ნაწარმოებით წარსდგებიან მსმენელის წინაში.
„თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს“ დაარსების დღიდან აქვს ტრადიცია–დასკვნითი კონცერტის ბოლო ნომრად, მონაწილე გუნდები ერთად, ასრულებენ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ შერჩეულ ერთ ნაწარმოებს.
წელს, ტრადიციისამებრ, დაახლოებით 500 მომღერალი ერთად შეასრულებს ჰენდელის „ალილუიას“ ორატორიიდან “MESSIAH” ორღანის თანხლებით.
თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2013 წელს დაფუძნდა ქ. თბილისის მერიის ხელშეწყობით და ხელოვნებათმცოდნე მაია ჩაჩავას ინიციატივით. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო კაპელის მთავარი ქორმაისტერი არჩილ უშვერიძე. ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.