ირანმა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემა S-300-ის პირველი პარტია მიიღო. ამის შესახებ „ბიბისი“ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.
„ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ მიუხედავად მოწოდების დროის შეცვლისა, სისტემების ჩამოტანის პროცესი გრძელდება და დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ აღჭურვილობის პირველი პარტია ირანში ჩამოვიდა, მორიგი პარტიის მოწოდება გაგრძელდება“, - განაცხადეს ირანის საგრეო უწყებაში.
გასული წლის აპრილში, რუსეთის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქცია მოხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს აქვს უფლება თეირანს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მიაწოდოს.