აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ იაპონიის ქალაქ ხიროსიმაში 1945 წლის ბირთვული დაბომბვის შედეგად დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სტუმრების წიგნში ჩანაწერი დატოვა. ჯონ კერი აშშ-ის ადმინისტრაციის პირველი მარალჩინოსანია, რომელიც დაბომბვის შემდეგ ხიროსიმაში ჩავიდა. კერიმ “ტვიტერში”, დაწერა, რომ ის ამით ამაყობს.
ამავე დროს ჯონ კერის აშშ-ის ქმედებებისათვის ბოდიში არ მოუხდია. მისი თქმით, მისი ვიზიტი არა წარსულს, არამედ იაპონურ-ამერიკულ ამჟამინდელ ურთიერთობებს ეხება.
ჯონ კერი ხიროსიმაში “დიდი შვიდეულის” სამიტში მონაწილეობს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, მაისში შესაძლოა, ჰიროსიმაში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც ჩავიდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ ვიზიტთან დაკავშირებით მიღებული ჯერ არ არის.
1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმას დაბომბვა ისტორიაში ბირთვული იარაღის საბრძოლო მიზნებისათვის გამოყენების პირველი შემთხვევა გახდა. ბირთვულ აფეთქებას 130 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 100 ათასზე მეტი ადამიანი დაბომბვის შემდეგ ნახევარი წლის განმავლობაში გარდაიცვალა.