არსენ იაცენიუკს უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სავარაუდოდ ვლადიმერ გროისმანი შეცვლის. მის კანდიდატურას პრეზიდენტი პოროშენკო უჭერს მხარს. ის იმედოვნებს, რომ 12 აპრილს უკრაინის უმაღლეს რადაში საპარლამენტო კოალიცია შეიქმნება, რომელიც ახალ პრემიერს წარადგენს.
მინისტრთა ახალი კაბინეტის არჩევისას თანამდებობებს, სავარაუდოდ, შეინარჩუნებენ შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, რასაც არ გამორიცხავენ "სახალხო ფრონტში". არსებული ინფორმაციით, შეთანხმება"სახალხო ფრონტსა" და პეტრო პოროშენკოს ბლოკს შორის უკვე არსებობს. ვლადიმერ გროისმანი ამჟამად რადას თავმჯდომარეა.
არსენ იაცენიუკმა თანამდებობა გუშინ დატოვა.