პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით, ავღანეთის საზღვართან, 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მიწის სიღრმეში, 210 კმ-ზე იყო. მიწისქვეშა ბიძგები ინდოეთის დედაქალაქშიც იგრძნობოდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.