სტამბოლის ცენტრში მორიგი თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანთაში დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსის გაჩერებასთან ამოქმედდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავდა სამი ადამიანი.
თურქეთში მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც. თურქეთში ამერიკის დიპლომატიური უწყებების ვებ–გვერდებზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, მოერიდონ ტურისტულ ზონებს. დიპლომატიური მისიის ცნობით, თავდასხმების მთავარი სამიზნე სტამბოლსა და ანტალიაში მდებარე სკვერები და ნავსადგურებია.