ევროპამ მკვეთრად უნდა შეამციროს რუსეთის გაზზე დამოკიდებულება და ის ისრაელის გაზით ჩაანაცვლოს. ამის შესახებ აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრმა ერნსტ მონიმ განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელს გააჩნია ბუნებრივი გაზის დიდი მარაგები და შეუძლია მისი ექსპორტირება.
„პირველ რიგში, ამ პროექტის რეალიზაციას აქვს ეკონომიკური და ენერგეტიკული პლუსები - ევროპას შესაძლებლობა მიეცემა მნიშვნელოვნად შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება. ისრაელი კი გაზს მეზობელ არაბულ ქვეყნებსაც მიაწოდებს“, - განაცხადა მინისტრმა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისარაელში ლევიაფანის საბადოზე შესაძლებელია 621 მლრდ კუბ/მ გაზის გამომუშავება. ისრაელს ასევე აქვს ორი გაზის საბადო კაშირსა და ტანიში, რომლებიც ამ დროისათვის არ მუშაობენ.