ბრიტანელი მეცნიერების ჩატარებული კვლევის შედეგად დგინდება, რომ წყვილებს შორის ურთიერთობების დასრულება შესაძლოა, პარტნიორის - მეტწილად სუსტი სქესის წარმომადგენლის, წონაში მომატებამ გამოიწვიოს. ექსპერიმენტში მონაწილე ახალგაზრდა მამაკაცების 42 %-მა განაცხადა, რომ ისინი ყურადღებას აქცევენ პარტნიორის, ზოგადად ქალის აღნაგობას და მათში ნეგატიურ განწყობას იწვევს პარტნიორების წონაში მატება.
განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდის შემდეგ ქალის 3 კგ-თი წონაში მატებაც კი შესაძლებელია ურთიერთობების დანგრევის მიზეზი გახდეს. ექსპერიმენტში მონაწილეთა 5 %-ი კატეგორიულად აცხადებს, რომ ისინი მზად არიან დაუყოვნებლივ გაწყვიტონ ურთიერთობები საკუთარ „გასუქებულ“ პარტნიორებთან.
ექსპერიმენტში მონაწილე ქალების 21 % აქცევს ყურადღებას საკუთარი პარტნიორის წონაში მატებას. თუმცა უმეტესი მათგანი ამ ფაქტს ტრაგიკულად არ აფასებს.
მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოთქმული მოსაზრების მიხედვით, გარეგნული შესახედაობა ბევრად განაპირობებს პოზიტიურ ურთიერთობებს და ამ შესახედაობის ცვლილება შესაძლოა გახდეს სხვა დაგროვილი პრობლემების „ამოფრქვევის“ მიზეზი.