ადამიანები ერთმანეთისკენ ისწაფვიან მაშინ, როდესაც ემოციურ ურთიერთგაგებას გრძნობენ, - აცხადებენ მეცნიერები.
„წარმატებული სოციალური ურთიერთობისთვის აუცილებელია სხვა ადამიანის ემოციისა და განძრახვის გაგება“, - აცხადებს სოციალური და აფექტური ნეირობიოლოგიის უნივერსიტეტის კათედრის პროფესორი სილკე ანდერსი.
მეცნიერის განმარტებით, საერთო მიზნების მისაღწევად პარტნიორებისთვის აუცილებელია ინფორმაციების განახლება სამომავლო გეგმებზე, მიმდინარე სურვილებზე და ურთიერთთანხმობით მათში კონკრეტული კორექტირებების შეტანა.
ჩატარებული ექსპერიმენტით გაირკვა, რომ რაც უფრო კარგად გრძნობენ ადამიანები პარტნიორების ემოციას მით უფრო კარგია მათი ურთიერთობა.
რომელიმე პარტნიორის მიერ მეორის ემოციის დათრგუნვა და შეზღუდვა ურთიერთობებში ნეგატიური შედეგების მომტანია.
ამ ეტაპზე უცნობია თუ რამდენი ხანი გრძელდება ემოციური შეგრძნებების, ან ემოციური გაგების პერიოდი, რაც ასევე ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა.