კიევში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მოძრაობა ”ავტომაიდნის” აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ 112.ua იტყობინება.
რეზიდენციასთან შეკრებილები სამართლდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ლუსტრაციას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციის მსვლელობისას მათ საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს, რომელიც პოლიციელებმა ჩააქრეს. ეროვნული პოლიცისიის კიევის სამმართველოში განაცხადეს, რომ აქტივისტები ცეცხლის ჩაქრობაში ხელს უშლიდნენ.
ლუსტარციის კანონი, რომელიც რადამ 2014 წელს მიიღო, ითვალისწინებს ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროინდელი თანამდებობის პირების გათავისუფლებას.
მოძრაობა ”ავტომაიდანი” 2013 -14 წლებში კიევში ევრომაიდანს - მასობრივ საპროტესტო აქციებს უჭერდა მხარს.