”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა 175 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ისინი რამდენიმე დღის წინ დამასკოსთან მდებარე ქალაქ დუმეირის ცემენტის ქარხნიდან გატაცებული მუშები არიან. ინფორმაციას როიტერი სირიელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამასკოსთან მდებარე ქალაქ დუმეირის ცემენტის ქარხანაზე თავდასხმისას ტერორისტებმა 300 მუშა დაატყვევეს და დაუდგენელი მიმრთულებით წაიყვანეს.
Associated Press -ის ინფორმაციით, ჯიხადისტებმა კომპანია ”ალ-ბადიას” ქარხანაზე თავდასხმა ამ კვირის დასაწყისში მოახდინეს. დანარჩენი მუშების ბედი გაურკვეველია.