ჰოლანდიაში უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმის შედეგებს ამერიკის შეერთებული შტატები აკრიტიკებენ. მარკ ტონერის თქმით, ნიდერლანდების მოსახლეობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც უმრავლესობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინაააღმდეგია, ჯერ კიდევ უცნობია, რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირთან დაახლოვებაზე.
რეფერენდუმის შედეგებს გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებიც გამოეხმაურნენ. ანგელა მერკელმა და ფრანსუა ოლანდმა განაცხადეს, რომ ისინი უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდაჭერას გააგრძელებენ.
გერმანიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპული ინსტიტუტები არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს მოძებნიან.