9 აპრილს, 19:00სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში ცნობილი ქართველი ტენორი ზურაბ სოტკილავა სოლო კონცერტს გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტზე მომღერალი მსმენელის წინაშე ანსამბლ "რუსთავთან" და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატ, კონცერტმაისტერ ლარისა ბუნაკოვასთან ერთად წარსდგება.
პროგრამაშია: ვოლფი, რახმანინოვი, მუსორგსკი და თაქთაქიშვილი.