პანამის პრეზიდენტმა ხუან კარლოს ვარელამ გაკეთა განცხადება საერთაშორისო ექსპერტების კომიის შექმნის შესახებ, რომელიც ქვეყნის საფინანსო სისტემის გამჭვირვალობას აამაღლებს.
გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ე.წ. პანამის დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების ფარული ფინანსური საქმიანობა იკვეთებოდა.
კომისიის მუშაობაში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან. პანამის პრეზიდენტის თქმით, მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია უკანონო ფინანსური საქმიანობების შესახებ, გლობალური პრობლემაა და ქვეყანა მზად არის საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობისთვის.