პროექტისთვის "check-in georgia" მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 29 მილიონი ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა პროექტში ბიუჯეტის წვლილი შემცირდეს.
"check-in georgia"-ს ფარგლებში საქართველოში ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ხოსე კარერასი და Maroon 5 ჩამოდიან. ცნობილი ვარსკვლავების კონცერტებზე ბილეთების ფასი 20-30 ლარიდან დაიწყება, მაქსიმალური ღირებულება კი 90 ლარი იქნება.
პროექტი "check-in georgia" 2016 წლის აპრილიდან იწყება და მოიცავს კულტურული ღონისძიებების სერიას, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გაიმართება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.