უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და სხვა სახის ეკონომიკური დანაშაულისათვის სასჯელის შემცირებაზე დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ.
განიხილება ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ცვლილებების შეტანას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გულისხმობს. დოკუმენტის მიხედვით, მცირდება სანქციები.